ურუგვაელი ფორვარდის სამსახურით "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.
საქმე იმაშია, რომ ლუისი იანვარში 32 წლის ხდება და გარკვეულწილად ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაშიც ადანაშაულებენ, რადგან ტურნირის ბოლო 18 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
მან ლა ლიგას მიმდინარე გათამაშების 32 შეხვედრაში 25-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.