37 წლის კამერუნელი ფორვარდი რომში "ლაციოს" პრეზიდენტს იგლი ტარეს ოთხი საათი ესაუბრა.
მას სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს: 2009-2011 წლებში "ინტერის" ღირსებას იცავდა, ხოლო 2015 წელს ნახევარი სეზონი "სამპდორიაში" იასპარეზა.
ამ სეზონში ეტო'ომ "კონიასპორის" და "ანთალიასპორის" შემადგენლობაში 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა.