რონალდინიო ქორწინდება, თანაც ორ გოგონაზე...

AutoSharing Option
როგორც იქნა, ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიო დე ასის მორეირამ, ანუ უბრალოდ რონალდინიომ, 38 წლის ასაკში დაქორწინება გადაწყვიტა.

ეს ამბავი O Dia-მ გვაუწყა და ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა: ის ორ გოგონაზე ქორწინდება -  პრისცილა კოელსაზე და ბეატრიზ სოუზაზე.

ისინი ქორწილს აშშ-ში, ქალაქ სანტა მონიკაში გადაიხდიან, სადაც ამჟამად სამივენი ერთად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ.

რონალდინიო აქამდე არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. 2005 წელს ღამის კლუბ "დომინგან დე ფაუსტინას" მოცეკვავისგან, ჟანაინა ნატიენელე ვიანა მენდესისგან ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც გარდაცვლილი მამის საპატივცემულოდ
ჟუანი დაარქვა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის დიდი ტყუილიო განაცხადა რონალდინიომ
brola*
14:23 25-05-2018
0

სიახლეები პოპულარული