ზინედინ ზიდანი ყატარის ნაკრებს ჩაიბარებს და ოთხწლიან კონტრაქტში 50 მილიონს გადაუხდიან

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ყატარის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

ეგვიპტელმა მილიარდერმა ნაგიბ სავირისმა განაცხადა, რომ ზინედინმა ყატარის ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღო წინადადება.

"ზიდანი ყატარის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს. ოთხწლიან კონტრაქტში ის 50 მილიონ ევროს აიღებს. ფული წყვეტს ყველაფერს?", - დაწერა სავირისმა "ტვიტერზე".

ადრე ზიდანმა თქვა, რომ უახლოეს მომავალში მუშაობას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული