ყაზახეთმა "საქართველოს მსგავსი" ნაკრები გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ყაზახეთმა ასტანაში აზერბაიჯანის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

ყაზახების ახალმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანი თამაშის სტილით საქართველოს ეროვნული გუნდის მსგავსია და მასთან სპარინგი ამიტომ მოისურვა.

მე-12 წუთზე ისლამხანის პასით აზერების კარი თავურით მურთაზაევმა დალაშქრა, ხოლო ამის შემდეგ ორიოდ წუთში მუჟიკოვმა მეორე გოლი გაიტანა. მესამედ კი აზერები თამაშის დასასრულს შეცვლაზე შესულმა ზაუნუტდინოვმა დაამწუხრა.

ასე რომ, ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე სულაც არაა ადვილად დასამარცხებელი გუნდი. ყაზახები საქართველოს ნაკრებს 6 სექტემბერს ამავე სტადიონზე უმასპინძლებენ.

ასტანა. "ასტანა არენა". 22
500 მაყურებელი
ყაზახეთი - აზერბაიჯანი 3:0
გოლები: 1:0 მურთაზაევი (12), 2:0 მუჟიკოვი (14), 3:0 ზაუნუტდინოვი (90)

ყაზახეთი: ერიჩი, ბეისიბეკოვი, ისლამხანი (ვოროგვორსკი 90), კუატი (ლოგვინენკო 70), მალი, მურთაზაევი, მუჟიკოვი (ზაინუტდინოვი 63), პოსტნიკოვი, შეტკინი (ტურისბეკი 81), შომკო (სუიუმბაევი 52), ტუნგიშბაევი (ჟუკოვი 52)
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბლომად ხალხი კი მოსწყდომია! 500 მაყურებელი რა ამბავია?! :)
გელა
05 ივნისი 2018 20:58
2
22500 უწერიათ მეგობარო :)))
Ziqenbud
06 ივნისი 2018 01:00
2
საქართვწლოს მსგავსი ნაკრები ნამდვილად არ დაუმარცხებიათ.სანაკრებო დონეზე ჩვენი ნაკრები დ დივიზიონში ყელაზე მაგარი გუნდია
ბაჩო გ
05 ივნისი 2018 21:17
15
ეჰ
oceola
06 ივნისი 2018 09:40
1
msgavsi nakrebi aranairad ar gvkavs chvennairi pexburtelebi moelandebat azerebs nakrebshi))))))))) okris da vakos nairi shemtevi 30 celia ar koliat
!!!!!!
05 ივნისი 2018 20:21
0
და შენ 30 წელია, რაც ქართველ შემტევებს აკვირდები?!... 30 დღე მაინც დაგეწერა....
მსქროლავი ტროლი
06 ივნისი 2018 12:20
1
ვისაც ჰგონია, რომ აზერბაიჯანზე უკეთესი ნაკრები გვყავს, ძალიან ცდება.
თედო
06 ივნისი 2018 07:15
10
პირადად მე მგონია რომ საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანისა და გინდაც სომხეთის ნაკრებზე მინიმუმ ორი თავით ძლიერია, როგორც გუნდი. აღარაფერს ვამბობ ტექნიკური ან თუნდაც საშემსრულებლო მონაცემით. სომხეთს, აზერბაიჯანს ან თუნდაც ამ ყაზახეთს რასაც ქვია შუაზე გადახსნის გინდაც ირლანდია და გინდაც უელსი, რომ შეხვდნენ ერთმანეთს.
ანესთეზეოლოგი
06 ივნისი 2018 10:40
2
ზოგჯერ სიმართლის მთქმელ რაინდებს მეტის მეტი მოგდით ხოლმე
oeee
06 ივნისი 2018 10:20
1
ბუნებრივია წაგება ყველა შემთხვევაში ცუდია, მაგრამ ასე რომ ვიშვიშებთ, იმას რატომ არ ამბობთ, რომ ფაქტიურად მე-2 თუ მე-3 სასტავით ითამაშა ნაკრებმა! თანაც ექსპერიმენტების სერია გამოაცხო მწვრთნელმა. ისც ნუ გავიწყდებათ, რომ ლუსენბურმა რამოდენიმე დღის წინ სენეგალს ნიჩია გაუგორა. აღარაფერს ვამბობ გასულ წელს მის მიერ ჩატარებულ საუკეთესო თამაშებზე საფრანგეთთან და ბულგარეთთან. რეიტინგით ჩვენზე წინაა და ა. შ. ასე რომ ამ სასტავით კიდე კარგად ვეთამაშეთ. დაბრუნდებიან ბიჭები, ვაკო, ოქრი, პაპუნა, ლორია, ჯიმი ტაბიძე, კვირკველია, ქვილითაია, ღმერთმა ქნას ჯანო და ლევან მჭეწდლიძე (ეს ხომ ძირითადი გუნდია) და თუ 6 სექტემბერს ვერაფერი შედეგი დადეს, მერე ჰოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!! რატომ გგონიათ რომ ერბო ყველია? ერბო ერბოა, ყველი ყველია.
giga Ezakeli
06 ივნისი 2018 17:20
0
მალტას რომ ძლივს მოუგებ და ლუქსემბურგთან წააგებ,ეს თუ სიძლიერეა????????
ვანო
06 ივნისი 2018 09:45
3
და საერთოდ ვინ დაანონსა, რომ ამ უბედურ ჯგუფში ჩვენ გვთვლიან ფავაროტებათ,

ეს მხოლოდ ჩვენ გვინდა ასე იყოს.
დათო
06 ივნისი 2018 11:29
4
trolo eg sitkvaze vtkvi torem tu ginda sabchota kavshiridan davickot vis ra pexburtelebi kavda?))))))))))))
!!!!!!
08 ივნისი 2018 13:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული