სერხიო რამოსი "ლივერპულს" დასცინის: გაეკეთებინა სალაჰს ჩემსავით ნემსი და გაეგრძელებინა თამაში

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ითმინა, ითმინა, ვეღარ მოითმინა და კრიტიკოსებს უპასუხა.

"მათ სალაჰთან მომენტს ზედმეტი ყურადღება დაუთმეს. არ მინდოდა მელაპარაკა, რადგან ყველაფერი გადაჭარბებულია. მან ხელი ხელში ჩამავლო და მეორე მხარეს წაიქცა. მოჰამედმა მეორე ხელი იტკინა და თქვეს, რომ მე ძიუდოს ილეთი გამოვიყენე. მერე მეკარემ დაიჩივლა, რომ ჩემთან შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ფირმინოს ჯერია, ალბათ იტყვის, რამოსის ოფლის წვეთი დამეცა და გავცივდიო.

სალაჰს ტექსტური შეტყობინებები გავუცვალე. საკმაოდ კარგად იყო. ნემსი რომ გაეკეთებინა, თამაშის გაგრძელებას შეძლებდა. ასე არაერთხელ მოვქცეულვარ. ასეთი რამ
ყველას ემართება, მაგრამ როდესაც მე რაღაც მსგავსს ვაკეთებ, მუდამ ერთი ამბავი ატყდება ხოლმე", - განუცხადა სერხიომ AS-ს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან ბრძოლისას "ლივერპულის" ფეხბურთელებმა მოჰამედ სალაჰმა და ლორის კარიუსმა ტრავმა მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /

ფაქტია, რეალი დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რამოსი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია .
მაგრამ , ის რაც რამოსმა ფნალში გააკეთა იყო არაკაცობა, ბო.ს.ური საქციელი . რატო არ აღიარებთ ამას რეალის ფანები მიკვირს , გეგონება მამათქვენი იყოს ისე იცავთ.
6
ბარსას ბოღმა ფანები :)))ასი წელი ვერ დაეწევით რეალს
culeeee
21:54 06-06-2018
7

სიახლეები პოპულარული