დღეს ნაბილ ფეკირი "ლივერპულში" მედშემოწმებას გაივლის

AutoSharing Option
"ლივერპულმა" "ლიონის" ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის ტრანსფერი გაჩარხა.

24 წლის ფეხბურთელი დღეს მედშემოწმებას გაივლის და მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

"ეკიპის" ცნობით, ეს სიამოვნება "ლივერპულს" ბონუსებიანად 72 მილიონი ევრო დაუჯდება.

გასულ სეზონში ფეკირმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული