01:41 10-06-2018
საფრანგეთი აშშ-ს დუბლებთან წაგებისგან მბაპემ იხსნა, ჟირუს თავი გაუტყდა [VIDEO]
AutoSharing Option
ამერიკელთა მწვრთნელმა დეივ სარაჩანმა ფრანგებთან ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ათამაშა, ხოლო გალების თავკაცმა დიდიე დეშამმა ოპტიმალური შემადგენლობა დაუპირისპირა.
ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელმა გრინმა გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე ბმაპემ საპასუხო გოლი გაიტანა.
მე-60 წუთზე ფრანგების ფორვარდი ოლივიე ჟირუ ამერიკელთა მცველს მეტიუ მიაზგას შეეჯახა, ორივეს თავი გაუტყდა, მიაზგა მაშინვე შეცვალეს, ხოლო ჟირუმ 87-ე წუთამდე თავახვეულმა გააგრძელა თამაში.
შეგახსენებთ, ამერიკელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.
საფრანგეთი: ლორისი, სიდიბე (პავარი 73), ვარანი, უმტიტი, მენდი (ერნანდესი 66), პოგბა, კანტე, მატიუიდი (ტოლისო 58), გრიზმანი (ფეკირი 70), მბაპე (ლემარი 87), ჟირუ (დემბელე 87)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული