ბელგია მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება - დღეს კოსტა რიკა გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფავორიტად კი არავინ არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია - თავისი შემადგენლობით ბელგიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, იმდენად კარგი, რომ მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თავს შემადგენლობიდან რაჯა ნაინგოლანის ამოგდების უფლება მისცა. ასე რომ, არაა გამორიცხული, მუნდიალზე სენსაცია შემოგვთავაზოს.

ბელგიელებმა დღეს ბრიუსელში მუნდიალის მონაწილე კოსტა რიკა ადვილად დაამარცხეს (4:1).

ბრიუსელი. "სტად ბოდუინი".
ბელგია - კოსტა რიკა 4:1
გოლები: 0:1 რუისი (24), 1:1 მერტენსი (31), 2:1 ლუკაკუ (42), 3:1 ლუკაკუ (50), 4:1 ბატშუაი (64)

ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, მენე (ჩადლი 46), ბოიატა (დენდონკერი
66), ვიტსელი, დე ბრიუნე (ტილემანსი 71), კარასკო, ე. აზარი (დემბელე 70), მერტენსი (ბატშუაი 52), ლუკაკუ (ტ. აზარი 65)

კოსტა რიკა: ნავასი, ოვიედო (კალვო 46), დუარტე, გამბოა (სმიტი 66), გონსალესი, აკოსტა, ბორხესი (აზოფეიფა 76), ბოლანოსი (გუზმანი 62), ტეხედა, რუისი (კემპბელი 66), ურენა (ვანეგასი 66)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული