მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა

AutoSharing Option
მარკ ვან ბომელი "პსვ ეინდჰოვენის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ყოფილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ფილიპ კოკუ ჩაანაცვლა, რომელმაც ერედივიზიონის ჩემპიონის რიგები გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

ვან ბომელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ამჟამად ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბერტ ვან მაარვიკის თანაშემწეა.

ბომელმა სახელი სწორედ პსვ-ში კარგი თამაშით გაითქვა, რის შემდეგაც "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მილანშიც" იასპარეზა, თუმცა კარიერა 2013 წელს "ეინდჰოვენში" დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული