"ზორიაში" ზაურ მახარაძესთან ერთად ქართველი ნახევარმცველი არველაძე ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარესთან, ზაურ მახარაძესთან ერთად "ზორიაში" ნახევარმცველი ლევან არველაძე ითამაშებს.

ლევანი 25 წლისაა, თბილისშია დაბადებული, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ლუგანსკურ გუნდში კი ახლახან გადავიდა ჩერნიგოვოს "დესნადან", უკრაინის მოქალაქეა, თუმცა მათ ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია.

ლევანს "ზორიამ" წინასწარი 2.5-სეზონიანი კონტრაქტი ზაფხულში გაუფორმა და ახალ გუნდში გადასულმა შემდეგი განაცხადა:

"ზორიაში" გადასვლამ გამახარა, ბევრს ვიშრომებ და პროგრესირებას ვეცდები. რა და როგორ იქნება, მომავალი გვიჩვენებს. გამოცხადებული ნდობისათვის ჩემი ყოფილი გუნდის მადლობელი ვარ. ერთად რთული დროება გავიარეთ და პრემიერლიგაში გადავედით. დაუვიწყარი განცდა იყო.

ჩემი
ძირითადი პოზიცია - შემტევი ცენტრალური ნახევარმცველია. თუ საჭირო იქნა, ფორვარდის პოზიციაზეც შემიძლია თამაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული