უეფამ მატჩების გამართვის წესებში ცვლილებები გააჟღერა

AutoSharing Option
უეფამ მატჩების გამართვის წესებში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა.

თუ მატჩში დამატებითი ტაიმები დაინიშნება, გუნდებს მეოთხე ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

აღნიშნული ცვლილება ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, უეფას სუპერთასის, ერთა ლიგისა და უეფა სხვა ტურნირებს შეეხება, რომლებიც 2018/19 წლების სეზონიდან დაიწყება.

იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა ძირითად დროში სამზე ნაკლები შეცვლა განახორციელა, მაშინ დამატებით ტაიმებში 4-მდე ცვლილების განხორციელებას შეძლებს.

გარდა ამისა, უეფა გუნდებს უფლებას მისცემს, სათადარიგოთა სკამზე 12 ფეხბურთელი დასვან. აღნიშნული წესი იმოქმედებს: უეფას სუპერთასზე, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ერთა ლიგაზე, ევრო 2020-სა და ქალთა
ევროპის ჩემპიონატზე.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გუნდები ძველებურად 7 სათადარიგო მოთამაშეს გამოიყენებენ, თუმცა გამონაკლისი იქნება ფინალური მატჩი, სადაც სხვებივით 12 ფეხბურთელის გამოყენება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ უეფამდე მეოთხე შეცვლის წესი ფიფამ მიიღო.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /

იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა ძირითად დროში სამზე ნაკლები შეცვლა განახორციელა, მაშინ დამატებით ტაიმებში 4-მდე ცვლილების განხორციელებას შეძლებს.


ეს გადამითარმნეთ რა ამ ჟურნალისტის მონაჩმახი
გელა
18:24 05-07-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული