კატალონიური "სპორტის" ცნობით, ერთმა ჩინურმა კლუბმა "ბარსას" პაულინიოში 50 მილიონი ევრო შესთავაზა.
გუნდის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა და კლუბის ხელმძღვანელობაც მის პოზიციას იზიარებს.
"ასულგრანას" ეს თანხა შემადგენლობის გასაძლიერებლად სჭირდება.
გამოცემა ირწმუნება, რომ ტრანსფერი მომავალ კვირაში განხორციელდება.
"ბარსელონამ" პაულინიო შარშან "გუანჯოუ ევერგრანდისგან" 40 მილიონად შეიძინა.