იერი მინა კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს?

AutoSharing Option
ცოტა არ იყოს დაუჯერებელ ინფორმაციას ავრცელებს Goal-ი. კერძოდ, გამოცემის მტკიცებით, "ბარსელონას" ცენტრალური მცველი იერი მინა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა, კარიერას ინგლისში გააგრძელებს, თანაც რომელიმე გრანდში კი არა, არამედ "ვესტ ჰემში" ან "ევერტონში".

ლონდონური კლუბი მზადაა 23 წლის ფეხბურთელში 21 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

მინა "ბარსაში" ზამთარში "პალმეირასიდან" გადავიდა, მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამიტომ უნდა გუნდის გამოცვლა.

ახლა საინტერესოა რას მოიმოქმედებს კატალონიური კლუბი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული