ფედერაციამ ესპანეთში, მარბელაში, საწვრთნელი ბაზა გახსნა და "ალბისელესტეც" მატჩებისთვის დიდწილად სწორედ იქ მოემზადება.
ინტერნეტში მენოტის WhatsApp-ში საუბარმა გაჟონა.
"არ შემიძლია ამის დაჯერება. როდესაც ეს გავიგე, მინდოდა, იარაღი ამეღო და ფედერაციაში ყველა დამეხოცა.
ეს სამარცხვინოა! ამის მერე ჯოჯოხეთში ან საცხოვრებლად ურუგვაიში უნდა წავიდე.
მათ უზარმაზარი თანხა დახარჯეს და სრულიად უგულებელყვეს არგენტინაში არსებული ინფრასტრუქტურა და ხალხი", - ამბობს მენოტი.
ლუის მენოტი: მესის სიდიადისთვის მსოფლიო თასის მოგება არ სჭირდება
ლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება