უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილს აკრიტიკებს: ძიუბას მეტი მისაბაძი ვერავინ ვერ ნახე? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინელმა ჟურნალისტმა კონსტანტინ ანდრიიუკმა ფეისბუქზე უკრაინის ნაკრების თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი გააკრიტიკა, რომელმაც ევროპის 19-წლამდელთა პირველობაზე ფრანგების კარში გატანილი გოლი არტიომ ძიუბას სტილში აღნიშნა.

"არც კი ვიცი, ამაზე რა ვთქვა. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უკრაინელი წიტაიშვილისთვის საფეხბურთო ეტალონი ძიუბაა. არა ბელგიელი დე ბრიუნე, არა ხორვატი მოდრიჩი, არა ფრანგი მბაპე, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია და მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების ლიდერია. არა. მისთვის ძიუბა უფრო ახლობელი და ძვირფასია. თუ ეს წიტაიშვილის საფეხბურთო იდეალია, მაშინ მე მიჭირს მისი საფეხბურთო მომავლის პროგნოზირება".

ამასთან,
ზოგიერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ დაეთანხმა ანდრიიუკს. მათ დაწერეს, რომ ძიუბამდე მსგავს სტილში ადრე სხვა ფეხბურთელებმაც აღნიშნეს გოლის გატანა.

გიორგიმ ანდრიიუკს პასუხი ინსტაგრამიდან გასცა:"თავს არ ვიმართლებ იმის წინაშე, ვინც ვერ მიხვდა, გოლი ასე რატომ ვიზეიმე. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, დაწეროთ, რომ ცუდი ვარ. მე პირადად არ მესმის, რა გინდათ".

უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დამარცხა და ამ მატჩში გიორგიმ გოლის გატანის გარდა საგოლე გადაცემაც გააკეთა. დღეს უკრაინა ინგლისს ხვდება.


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე ვეთანხმები ჟურნალისტს, ძიუბა რა მისაბაძია? ფაქტია რომ ყველამ მისი აღნიშვნა დავიმახსოვრედ ამ ჟესტით. წიტაიშვილს მართლა არ უვაეგა ეტყობა საფეხბურთო გემოვნება და არ მენტალობა როგორც ჩანს, იქ უკრაინაშიც ვერ იგრძნო ვინ არიან რუსები და მამამაც ეტყობა არ გააცნობიერა რატომ დაიბადა ისორიულ სამშობლოს გარეთ.
Geo_Dinamo
11:08 21-11-2018
1
ნეტა მეტი სადარდებელი არ გვქონდეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს!!!!!
პაატა
15:46 21-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული