გაჯი გაჯიევი: რუსული ფეხბურთი ავადაა

AutoSharing Option
ცნობილმა მწვრთნელმა, "ანჟის" ყოფილმა თავკაცმა, გაჯი გაჯიევმა რუსული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა. გთავაზობთ რამოდენიმე ამონარიდს.

"ეს სიტუაცია მარტო "ანჟის" არ ეხება. ჩვენი რუსული ფეხბურთი დღეს ავადაა. არაა დარეგულირებული ფინანსური მექანიზმები. სამწუხაროდ, ჩვენთან უცხოელი მწვრთნელების მოწვევის ტენდენცია იყო, მაგრამ საზღვარგარეთიდან არც ერთი კვალიფიციური მენეჯერი არ მოგვიწვევია.

ჰოლანდიაში საშუალო დონის კლუბის ბიუჯეტი 30 მილიონი ევროა. აქედან 25 მილიონს კლუბი ტელეტრანსლაციებიდან და რეკლამიდან იღებს. თუ გუნდი ევროტურნირებზე გადის, დარჩენილ 5 მილიონსაც ფარავს და წაგებაში არაა. კლუბის მფლობელი საერთოდ არაფერს არ ხარჯავს. თუ კლუბი ჩემპიონთა
ლიგაზე გავა, მოგებაში რჩება.

ჩვენთან ასე არ ხდება. აქ ტელევიზია კლუბს 30-ჯერ ნაკლებს უხდის, ვიდრე განვითარებულ საფეხბურთო ქვეყანაში".

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ანჟი" ფინანსირ კრიზისშია და შეიძლება "ამკარის" დარად გაკოტრდეს.

alt"ამკარი" გაკოტრდა, "ანჟი" გაკოტრების პირასაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსები რომ ამას ამბობენ ჩვენ სადღა ვართ? ...ში
grego
21:35 22-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული