დიეგო მარადონა კვლავ სკანდალშია - არგენტინელი ან მთვრალი იყო, ან ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, სავარაუდოდ, ან ნარკოტიკული, ან ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ორშაბათს, 23 ივლისს, ერთ-ერთმა არგენტინულმა არხმა მისი კომენტარი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აღნიშნული ვარიანტი გაჩნდა.

როგორც იცით, ანალოგიურ სკანდალში მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაეხვა.

მუნდიალზე, არგენტინა-ნიგერიის მატჩისას, ლეგენდარული დიეგო მარადონა გულშემატკივრობდა თავის გუნდს, არაადეკვატურად იქცეოდა, თამაშამდე ნიგერიელ გოგონასთან ერთად იცეკვა, მესის პირველი გოლისას გიჟს დაემსგავსა, მერე ჩაეძინა, ხოლო როდესაც მარკოს როხომ გამარჯვების გოლი გაიტანა, მთლად არანორმალური გახდა და ვიღაცას ორივე ხელის შუათითს უჩვენებდა. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ის შეუძლოდ შეიქნა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ამბის შემდეგ მარადონამ განაცხადა, რომ კისერი სტკიოდა. ორშაბათს გავრცელებული ვიდეოს შემდეგ კი მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არგენტინელი ბრესტის "დინამოს" მართვის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს.

altმარადონას სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

altდიეგო მარადონამ ახსნა, რა სჭირდა სინამდვილეში გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას

altდიეგო მარადონას მუნდიალის მატჩებზე დასწრებისთვის ფულს უხდიან

altდიეგო მარადონა მინსკში 20-მილიონიან სახლში იცხოვრებს

altპირადი თვითმფრინავი, დიდი მანქანა - მარადონას ახალ კლუბში დახვდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ მარადონა ნარკოტიკებშია ჩამხვრჩვალი და აწი ფეხბურთში მას არაფერი ესაქმება,მისგან დარჩა მხოლოდ ძველი დიდება!
ზასტაველი
09:35 26-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული