ორშაბათს, 23 ივლისს, ერთ-ერთმა არგენტინულმა არხმა მისი კომენტარი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აღნიშნული ვარიანტი გაჩნდა.
როგორც იცით, ანალოგიურ სკანდალში მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაეხვა.
მუნდიალზე, არგენტინა-ნიგერიის მატჩისას, ლეგენდარული დიეგო მარადონა გულშემატკივრობდა თავის გუნდს, არაადეკვატურად იქცეოდა, თამაშამდე ნიგერიელ გოგონასთან ერთად იცეკვა, მესის პირველი გოლისას გიჟს დაემსგავსა, მერე ჩაეძინა, ხოლო როდესაც მარკოს როხომ გამარჯვების გოლი გაიტანა, მთლად არანორმალური გახდა და ვიღაცას ორივე ხელის შუათითს უჩვენებდა. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ ის შეუძლოდ შეიქნა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ ამბის შემდეგ მარადონამ განაცხადა, რომ კისერი სტკიოდა. ორშაბათს გავრცელებული ვიდეოს შემდეგ კი მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არგენტინელი ბრესტის "დინამოს" მართვის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს.
დიეგო მარადონამ ახსნა, რა სჭირდა სინამდვილეში გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას
დიეგო მარადონას მუნდიალის მატჩებზე დასწრებისთვის ფულს უხდიან
დიეგო მარადონა მინსკში 20-მილიონიან სახლში იცხოვრებს
პირადი თვითმფრინავი, დიდი მანქანა - მარადონას ახალ კლუბში დახვდნენ [VIDEO]