ტატა მარტინომ ფეხბურთელი კლუბიდან თანაგუნდელის მეგობარ გოგონასთან სექსის გამო მოკვეთა

AutoSharing Option
MLS-ის კლუბ "ატლანტა იუნაიტედს" ჩემპიონატში საქმე კარგად მისდის და პირველობასაც დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა კლუბის შიდა სამზარეულოში არეულობაა.

გუნდის სახელოვანმა მთავარმა მწვრთნელმა ტატა მარტინომ, რომელიც ერთი ხანობა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებსაც მოძღვრავდა, ბოლო მატჩში ძირითადი შემადგენლობის ფორვარდი, არგენტინელი ეზეკილ ბარკო განაცხადში არ შეიყვანა.

აშშ-ის მედია აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მარტინოს პრესკონფერენციაზე ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი. მან კი აღნიშნა, რომ ის დისციპლინის დარღვევისთვის დაისაჯა.

როგორც შემდეგ გაირკვა, 19 წლის ბარკოს სექსი მისივე თანაგუნდელ ბრენდონ ვასკესის მეგობარ გოგონა ალისია მონიკესთან ჰქონდა.

ამის გამო კლუბის შიდა სამზარეულოში დიდი არეულობა ყოფილა და მარტინოსაც ფეხბურთელის დასჯა ასე გადაუწყვეტია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარკო ერთ თამაშს კიდევ გამოტოვებს. საინტერესოა, როგორ შეეწყობიან ის და ვასკესი ერთმანეთს, რადგან ორივე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს...
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი ეგაა დასავლური ცივილიზაცია, მოგეწონა გოგო? დაკერე, მერე რა რომ თანაგუნდელისაა. მე კი დიდ სიბინძურედ მიმაჩნია.
dato
13:57 26-07-2018
15
ეს ანტიდასავლური პროპაგანდა ამ შემთხვევის გამო საიდან მოგაფიქრდა? ესეთი ცუდი საქციელი ყველგან ხდება აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც და ჩრდილოეთშიც. საკუთარ თავს მიხედეთ და პრორუსულ პროპაგანდაში ნუ გადადიხართ
valderrama
11:04 27-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული