"რომას" პრეზიდენტი: თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ

AutoSharing Option
"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ "ბორდოს" თავდამსხმელის მალკომის ტრანსფერი "ბარსელონამ" ჩაუშალა და მათგან ბოდიშს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ფორვარდ ლეო მესის დაუთმობენ.

"არ მოიქცა "ბარსელონა" კარგად. მალკომთან შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაცია მივიღეთ. შესაძლოა, "ბორდოს" ჩვენების მიცემა მოუწიოს.

გუშინ "ბარსელონამ" ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ მე არ მივიღე. მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მესის მოგვცემენ. "ბარსასთან" ურთიერთობას არ გავწყვეტთ. ეს ჩვენზე დიდი კლუბია და თანამშრომლობას განვაგრძობთ", - განუცხადა პალოტამ SiriusXM-ს.

alt"ბარსელონამ" მალკომი 41 მილიონად შეიძინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული