თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მინსკის "დინამომ" სტუმრად 3:1 იმ "დუნაისკა სტრედას" სძლია, რომელმაც ამ ტურნირის პირველი რაუნდიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო.

ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ბეგუნოვმა გახსნა, 39-ე წუთზე კი სლოვაკმა მცველმა სიმჩაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მასპინძლებმა მიუხედავად ამისა პირველი ტაიმის დასასრულს მოახერხეს პენალტით ანგარიშის გათანაბრება.

შეცვლაზე შესულმა მინსკელთა ნახევარმცველმა მაკასმა 77-ე წუთზე კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო 90+4-ე წუთზე ბელარუსთა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლიჩმა მესამედ დაამწუხრა მეკარე მაცეი და ფაქტიურად, საპასუხო
შეხვედრა ფიქციად აქცია.

რაც შეეხება "დუნაისკას" კოტ დ'იუვარელ ფორვარდს ბაიოს, რომელმაც თბილისის "დინამოს" დაცვა დააწიოკა, მინსკელებმა გოლი არ გაატანინეს.

უკვე გაუწყეთ, რომ ბელარუსულ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი  ჩაირიცხა, ის ამ მატჩის განაცხადში არ იყო, მაგრამ არაა გამორიცხული, განმეორებით შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

altგიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 13 /
გავყიდი თუ ვინმე იყიდსო ხო თქვა მარა რიგს ვერ ვხედავ რაცხა.
zaza
21:41 03-08-2018
0
თბილისის "დინამოს" როგორი მწვრთნელიც ყავს ისეთ შედეგს იღებს. მინსკის "დინამოს" რომ შეხვედროდნენ არც მინდა ვიფიქრო როგორი შედეგით დამთავრდებოდა თამაში. ერთი კვალიფიციური მწვრთნელის ჩამოყვანა რა გახდა რომ გულშემატკივარი გაახარონ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13:02 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული