ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრად მისი დისშვილი ვალტერ კრისტიან მაჩუჩა იყო მიწვეული, რომელმაც დიეგოს მხდალი უწოდა.
როგორც ჩანს, მარადონა ამ გადაცემას უყურებდა და მან ტელევიზიაში სასწრაფოდ დარეკა და კომენტარის გაკეთება მოითხოვა.
"მე თქვენი ეთერით მხოლოდ ერთადერთ მხდალ ადამიანს ვხედავ და ეს ჩემი დისშვილია.
მხოლოდ მეცინება იმაზე, თუ რა სისულელეებს ლაპარაკობს ის თქვენი ეთერით.
ის არის ადამიანი, რომელიც არც დედამისს და არც მე დიდი ხანია აღარ გვინახავს.
მან ჩემი მანქანები დაამტვრია და ფულიც კი მომპარა. ჩემი დისშვილი მსოფლიოში ყველაზე მხდალი ადამიანია", - აღნიშნა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ მარადონასთვის ინციდენტში გახვევა უცხო არ არის.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს ის უცნაურად იქცეოდა, რაზეც გაჩნდა ვარაუდი, რომ დიეგოს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მიღებული.
რამდენიმე დღის წინ არგენტინის ტელევიზიამ მარადონა მთვრალი გამოიჭირა, რომელიც ძლივს საუბრობდა.
დიეგო მარადონა მინსკში 20-მილიონიან სახლში იცხოვრებს
პირადი თვითმფრინავი, დიდი მანქანა - მარადონას ახალ კლუბში დახვდნენ [VIDEO]
დიეგო მარადონამ ახსნა, რა სჭირდა სინამდვილეში გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას