ალეკსანდრ ტიხონოვი (ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი ბიატლონში):"ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი საზიზღრობა ნორმალურად აღიქმება. ჩვენს თაობაში, როდესაც ერთხელ ხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებას არ განიჭებდნენ. ფეხბურთში 32 წელია უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ, მათ შორის 90%-ს ბიუჯეტიდან და შედეგი არაა.
ხელისუფლების მხრიდან ეს წმინდა წყლის პიარია.
გეთანხმებით, წარმატებულად
ალეკსეი სპირიდონოვი (ფრენბურთელი):"ევროპა მოვიგე, ორჯერ მსოფლიოს ლიგა და სად არის ჩემი სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება? ამათმა კი არაბები დაამარცხეს და სამკერდე ნიშნები მიამაგრეს. რომელიმე სინჯის მედალი რომ მოეგოთ, კითხვები არ იქნებოდა".
ეკატერინა გამოვა (ფრენბურთელი):"რაღაც უცნაური დამოკიდებულებაა ჩვენთან სპორტსმენების მიღწევებისათვის. ზოგი სპორტის დამსახურებული ოსტატი რომ გახდეს, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მოიგოს ან ოლიმპიადის პრიზიორი გახდეს, ესენი კი მხოლოდ 1/4 ფინალში გავიდნენ! ყველაფერი გააუფასურეს".
ევგენი კაფელნიკოვი (ყოფილი ჩოგბურთელი):"ჩვენი პრეზიდენტი, რასაც უნდა იმას აკეთებს. ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, მაგრამ არ მაქვს ორდენი. ეს მაკვირვებს. აი, ასეთი პრეზიდენტი აირჩიეს და ვიმკით კიდეც შედეგს".
ალექსანდრ ბუბნოვი: არტიომ ძიუბა პრემიერლიგაში? მასეთი ძიუბები იქ საფანტივით ყრია
იური გავრილოვი: მსოფლიოს ჩემპიონატი სუსტი იყო, რუსეთის ნაკრებს არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია