საუბარია ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ ლიდერზე, ლუკა მოდრიჩზე.
ხორვატი დოკუმენტალისტი პაველ ბალენოვიჩი 80-იანი წლების ბოლოს სოფელთან ახლოს, სადაც მოდრიჩების ოჯახი ცხოვრობდა, მგლების შესახებ ფილმს იღებდა.
სოფელი მთა ველიბიტთან მდებარე ქალაქ ზადარისგან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ცოტა ხნის წინ რეჟისორმა ფილმი YouTube-ზე გამოაქვეყნა და მალევე დაუჯერებელი რამ შეამჩნია: 5 წლის ბიჭი, რომელიც მამის ქურთუკში გამოწყობილი თხებს მწყემსავდა და კადრში მოხვდა, ლუკა მოდრიჩი აღმოჩნდა.
"ქვის გზიდან სამხრეთით მოდრიჩების სახლი იდგა. ძალიან საყვარელი ხალხია. მათთან მთაში გადაღების შემდეგ შევივლიდი ხოლმე. ჩემს მეგობარს და მის ვაჟს ვიღებდი, როცა ისინი თხებს მწყემსავდნენ. ეს 90-იანებში იყო, სანამ ომი მათ სახლს დააანგრევდა", - იხსენებ ბალენოვიჩი.
ლუკა მოდრიჩის ბაბუა სერბებმა დახვრიტეს. ოჯახმა თავს უშველა და მას შემდეგ ბალენოვიჩს ისინი არ უნახია. ოღონდ ბიჭი, რომელიც თხებს მწყემსავდა, 15 წლის შემდეგ უფრო ხშირად მოხვდება კადრში.
ლუკა მოდრიჩის პროფესიონალური კარიერა 2003 წელს ზაგრების "დინამოში" დაიწყო. 2008 წელს ის ლონდონის "ტოტენჰემში" გადავიდა, საიდანაც 2012 წელს მადრიდის "რეალმა" შეიძინა და დღემდე ის "სამეფო კლუბის" უცვლელი წევრია.
ლუკა მოდრიჩის დაუჯერებელი სტატისტიკა ფინალურ შეხვედრებში
ივან რაკიტიჩი: ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია