"პიუნიკის" მწვრთნელმა "ტობოლს" უხამსი ჟესტი უჩვენა

AutoSharing Option
სომხური ფეხბურთის ისტორიაში არნახული ფაქტი მოხდა, მათი გუნდი (პიუნიკი) პირველად გავიდა ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და თან, დამარცხებულ "ტობოლს" შეურაცხყოფა მიაყენეს.

პირველ მატჩში კუსტანაიში "ტობოლმა" 2:1 იმარჯვა და სტუმრებმა გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ერევანში 1:0 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. ამის შემდეგ "პიუნიკის" მწვრთნელის, ანდრეი ტალალაევის თანაშემწე იური ნაგაიცევი მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა, უხამსი ჟესტი უჩვენა (მოხრილი იდაყვი თავად იცით, რასაც ნიშნავს) და აგრესიულად უყვიროდა.

"პიუნიკის" შემადგენლობაში 13 ლეგიონერია, მათ შორის 7 სასტარტოში იყო და გოლი შეცვლაზე შესულმა
კოტ დ'იუვარელმა თავდამსხმელმა მოჰამედ კონატემ გაიტანა.

altქართველების "ტობოლი" ერევანში "პიუნიკთან" დამარცხდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]


altქართველების "ტობოლმა" ევროპა ლიგაზე სომხური "პიუნიკი" 2:1 დაამარცხა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული