![](https://sportall.ge/pictures/image31/dad5c354d4492a43215c843237e51d07.jpg)
"სიხარულით მინდა გაუწყოთ, რომ "ესბერგის" ფეხბურთელი გავხდი. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს ახალ გუნდში. მადლობა მხარდაჭერისათვის", - დაწერა ვაან დერ ვაარტმა სოციალურ ქსელში.
რაფაელი ორი წელი იცავდა "მიდტიულანდის" ღირსებას, გასულ სეზონში კი დანიის ჩემპიონატის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, თამაშობდა "აიაქსში", "ჰამბურგში", "რეალში", "ტოტენჰემსა" და "ბეტისში".
შეგახსენებთ, "ესბერგში" ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი ასპარეზობს.