რაფაელ ვან დერ ვაარტი ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ცნობილი ჰოლანდიელი ნახევარმცველი, 35 წლის რაფაელ ვან დერ ვაარტი "მიდტიულანდიდან" "ესბერგში" გადავიდა და ახალ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"სიხარულით მინდა გაუწყოთ, რომ "ესბერგის" ფეხბურთელი გავხდი. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს ახალ გუნდში. მადლობა მხარდაჭერისათვის", - დაწერა ვაან დერ ვაარტმა სოციალურ ქსელში.

რაფაელი ორი წელი იცავდა "მიდტიულანდის" ღირსებას, გასულ სეზონში კი დანიის ჩემპიონატის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია, თამაშობდა "აიაქსში", "ჰამბურგში", "რეალში", "ტოტენჰემსა" და "ბეტისში".

შეგახსენებთ, "ესბერგში" ქართველი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი ასპარეზობს.

altხულენ ლოპეტეგი:

დარწმუნებული ვარ, მოდრიჩი "რეალში" დარჩება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული