იერი მინას "მანჩესტერში" ტრანსფერი ჩაიშალა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კოლუმბიელი მცველი იერი მინა "მანჩესტერში" ვერ გადავიდა

Goal-ის ცნობით, კლუბები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. გამოცემა დეტალებს არ აკონკრეტებს.

ახლა "მანიუს" პრიორიტეტი "ტოტენჰემის" მცველი ტობი ალდერვეირელდია.

ადრე მინას შეძენა "ევერტონს" უნდოდა, მაგრამ რადგან ფეხბურთელმა "იუნაიტედს" მიანიჭა უპირატესობა, მისი სამსახურით დაინტერესებული აღარაა.

"მანჩესტერს" მინასთან ხუთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა შეთანხმებული და წლიურ გასამრჯელოდ 8.5 მილიონი ევროს დანიშვნას პირდებოდა.

altიერი მინა "ბარსელონადან" "მანჩესტერში" გადავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული