რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა როგორც სჩვევიათ ერთი ამბავი ატეხეს: არიქა, გვცემენ, გვძარცვავენ, გვაწიოკებენო.
სიტუაცია ბერძნული კლუბის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განმარტა:"აკრედიტაციის გარეშე მყოფმა პირებმა ადგილობრივი ფანების წინ ჩაიარეს და ჟესტებით აჩვენეს, რომ ყელს გამოჭრიდნენ, რის შემდეგაც მოხდა ინციდენტი".
რაც შეეხება მატჩს, მოსოვური გუნდი 0:2-ს იგებდა და 2:3 წააგო.
ამა წლის თებერვალში ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩზე ბილბაოში "ატლეტიკთან" საქომაგოდ "სპარტაკის" 2 500 ფანი ჩავიდა, რომელთა ადგილობრივ გულშემატკივრებთან ჩხუბის დროს 50 წლის პოლიციელი ინოსენსიო არიასა გარსია გარდაიცვალა. ამის გამო უეფამ "სპარტაკის" გულშემატკივრებს საბერძნეთში თამაშზე დასწრება აუკრძალა.
ბილბაოს მერი: რუსებო, თქვენი დანახვა არ გვინდა!
რა ხდებოდა ბილბაოში - სისხლიანი დღე ბასკეთში, რომელიც რუსების ვიზიტს მოჰყვა [VIDEO]