უკრაინის "ვერესის" ფეხბურთელებმა ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადეს და სცემეს

AutoSharing Option
უკრაინის მეორე ლიგის (რანგით მესამე დივიზიონია) როვნოს "ვერესის" სამმა ფეხბურთელმა ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა და როდესაც მან კუთვნილი მომსახურების თანხა მოითხოვა, სცემეს.

ტაქსის მძღოლმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა და სამივე დააპატიმრეს. ისინი ჩადენილ დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, სამივე იცნო.

ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ანტონ კოტლიარი, ვიკტორ ბარაბაში და დმიტრი ზაიკინი იყვნენ.

"ვერესმა" დაგმო მომხდარი ფაქტი და სამივე გუნდიდან გარიცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული