"სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგიდან პაოკ-მა გამოაგდო, ხაჩერიდიმ გულშემატკივრებს ნიშნისმოგებით უკრაინის ნაკრების წვივსაფარი აჩვენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "სპარტაკი" სალონიკის პაოკ-თან დამარცხდა (2:3, 0:0), გათამაშებას გამოეთიშა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

პირველი მატჩი "სპარტაკმა" საბერძნეთში 2:3 წააგო და განმეორებიში შეხვედრის მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედი ჰქონდა. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია, "ოტკრიტიე არენა" პირთამდე გაივსო, 40 385 მაყურებელი მივიდა, მაგრამ მათმა საყვარელმა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია.

33-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა მოსკოველთა ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანო, "სპარტაკს" მთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთი მეტოქის კარში რ დაურტყამს და მატჩი
0:0 დასრულდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ პაოკ-ის ეროვნებით ბერძენი მცველი ევგენი ხაჩერიდი, რომელიც უკრაინის ნაკრების ფეხბურთელია, ტრიბუნასთან მივიდა და ნიშნისმოგებით აჩვენა უკრაინის ნაკრების წვივსაფარი.

"სპარტაკის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ტრავმამორჩენილმა მცველმა გიორგი ჯიქიამ, ხოლო ნაოპერაციევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე  ჯერაც არ ჩამდგარა მწყობრში.

alt"სპარტაკის" ექსპრეზიდენტი: თანასწორობის აღსადგენად მოსკოვში ორი ბერძენი დავთეთქვოთ

alt"სპარტაკის" ჟურნალისტები სალონიკში გალახეს, პაოკ-მა კი თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

altევგენი კაფელნიკოვი: რუსეთი ფინალში? ეს იგივეა, რომ ვთქვათ, "სპარტაკმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა ითამაშოსო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჟურნალისტებო ! არ დაიღალეთ ვიღაც რუს ჯიქიაზე გაუთავებელი წერით ? არ არის ქართველი, რუსია, რუსი! წარმოშობით მენგრელეცი ვარო. იმ სპარტაკში მაინც რამეს წარმოადგენდეს. აჰა გამოვარდნენ და ეხლა ?
: )))))))
07:18 15-08-2018
2
რა მძიმე და ცუდია, როცა ყველას ეზიზღები და ერთი სული აქვთ მიწასთან გაგასწორონ ყველანაირად.
....
09:36 15-08-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული