"ნანტის" ყოფილმა გაბონელმა ფეხბურთელმა დეიდასთან და დასთან სექსუალური კავშირი აღიარა

AutoSharing Option
"ნანტისა" და გაბონის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შივა ნ'ზიგუმ დეიდასთან, დასთან და მამაკაცებთან სექსუალური კავშირი აღიარა. ამას ის რელიგიური რიტუალებისას აკეთებდა.

მან თქვა, რომ მამაკაცებს შორის სექსი მის სამშობლოში მიღებულია.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დაწყებისას მშობლებმა სახელი და გვარი გამოუცვალეს და ასაკი შეუცვალეს - საპასპორტო მონაცემებით ის 5 წლით უმცროსი გახდა.

მისმა მამამ თურმე შემდეგ მისი დედა მოკლა და ეს თავისი ბიზნესისათვის მსხვერპლშეწირვით და შვილის კარიერული ხელშეწყობით ახსნა...

"ჩემი დედა მსხვერპლად შეწირეს ჩემი საფეხბურთო წარმატებისთვის. არაერთ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი და
ოჯახი გავამდიდრე. მამამ დედა იმისათვის მოკლა, რათა მისი სული ფეხბურთში კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში დამხმარებოდა", - განაცხადა შივამ სახალხოდ ეკლესიაში.

"ნანტის" გარდა ნ'ზიგუ "რეიმსში", ბელგიის დაბალი ლიგის გუნდებში და გაბონის "მისილში" თამაშობდა.

ფეხბურთელის კარიერა 2016 წელს დაასრულა, ნაკრებში კი 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ლიგა 1-ის საიტზე აღნიშნულია, რომ ნ'ზიგუ 1983 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა და აფრიკის ერთა თასის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა - მისი დებიუტი ტურნირზე 16 წლის ასაკში შედგა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაწერ ახლა რაღაცას ამ ცხოველის მოდგმაზე და გეტყვიან რასისტი ხარო, ტფუ
0
და ამ ხალხისთვის ქვეყნის საზღვრები ღიაა. თუ აქვს ვინმეს დათვლილი რამდენი გაბონელი ცხოვრობს საქართველოში?
alexandre
15:40 18-08-2018
1

სიახლეები პოპულარული