36 წლის ბაპტისტამ "კლუჟთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ბაპტისტა აგრეთვე "სან პაულუში", "სევილიაში", "არსენალში", "რომაში", "მალაგაში", "კრუზეიროსა" და "ორლანდო სიტიში" თამაშობდა, გასულ სეზონში კი უგუნდოდ იყო.
მან ბრაზილიის ნაკრებში 48 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში "კლუჟი" "დუდელანჟს" შეხვდება, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია იცავს.
35 წლის ჟულიო ბაპტისტა კარიერას "ბოლტონში" განაახლებს