"ტორპედოსთან" მატჩის წინ "ლუდოგორეცი" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქემ "ლუდოგორეცმა" კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა - 29 წლის სამხრეთაფრიკელი საყრდენი ნახევარმცველი მეი მაჰლანგუ.

მან თავისი ქვეყნის ნაკრებში 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თამაშობდა "ჰელსინგბორგში", "გეტებორგში", "კონიასპორში" და "სენტ ტრუიდენში, 2016 წლიდან კი ბუქარესტის "დინამოს" ღირსებას იცავდა, 2010/2011 წლების სეზონში შვედეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მეიმ განაცხადა, რომ გუნდს ბულგარეთის ჩემპიონატსა და ევროპა ლიგაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება. თუმცა ის "ტორპედოსთან" პირველ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც გაუწყეთ, "ლუდოგორეცში" ლეგიონერები ჭარბობენ და სოფიის ცსკა-სთან მატჩში მათ გუნდში
მხოლოდ სამმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ითამაშა.

alt"ტორპედოსთან" მატჩის წინ "ლუდოგორეცმა" სახლში პრინციპული მეტოქე 1:0 დაამარცხა

altგაირკვა არხი, რომელიც ტორპედო-ლუდოგორეცის მატჩს აჩვენებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული