ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ჟოზე მარია მარინს კორუფციისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

86 წლის მარინი 2015 წელს ციურიხში ფიფას 6 ჩინოვნიკთან ერთად დააპატიმრეს.

ის დამნაშავედ სცნეს მარკეტინგული კომპანიისგან ქრთამის აღებაში, რომელსაც ამერიკის თასის ტელეტრანსლირების უფლება მიყიდა.

სან პაულუს ყოფილ გუნერნატორ მარინს დაუმტკიცდა ფულის გათეთრება და თაღლითობა. განაჩენი მას ბრუკლინის მოსამართლემ პამელა ჩენმა გამოუტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული