"როსტოვმა" კლუბის მეოთხე მაისური გამოუშვა, რომელზეც ხალიჩაა გამოსახული

AutoSharing Option
რუსულმა საფეხბურთო კლუბმა "როსტოვმა" გადაწყვიტა, თავისი მეოთხე მაისური გამოეშვა, რომელზეც ხალიჩა იქნებოდა გამოსახული.

გუნდის ადმინისტრაციას ეს აზრი მას შემდეგ მოუვიდა, რაც პრემიერლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში "როსტოვმა" "ენისეი" 4:0 დაამარცხა.

კლუბის ერთ-ერთი გულშემატკივარი ტრიბუნაზე ხალიჩით იყო მისული და მათაც ჩათვალეს, რომ ეს იღბლის მომტანი გახლდათ.

Sportall.Ge

"როსტოვი" აღნიშნულ მაისურს 2800 რუბლად, ანუ 28,47 ევროდ ყიდის. გუნდს ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი კარპინი ავარჯიშებს, რომლის ხელმძღვანელობითაც, 4 ტურში მოპოვებული 9 ქულით, კლუბი ადგილობრივ ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული