ეტო'ო: "ბარსელონადან" წასვლისას გვარდიოლას შევახსენე, რომ არასოდეს არ იყო დიდი მწვრთნელი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ გუნდის ექს-მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"როდესაც დღის წესრიგში გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგა, უპირველეს ყოვლისა გვარდიოლას შევახსენე, რომ არასოდეს არ იყო დიდი მწვრთნელი. კარგი ფეხბურთელი იყო, ეს სიმართლეა. თუმცა, როგორც მწვრთნელს იმ მომენტისთვის არაფერი არ ჰქონდა მიღწეული.

ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ და ვუთხარი, თუ პატივს არ მცემდა, არც მე ვცემდი პატივს. როდესაც "ინტერში" ვთამაშობდი, ხელი კამერების წინ დემონსტრაციულად ჩამომართვა. კულისებში ის არასოდეს არ მესალმებოდა", - განუცხადა ეტო'ომ beIN Sports-ს.

სამუელი "ბარსელონაში" 2004-2009 წლებში თამაშობდა.

altსამუელ ეტო'ო ყატარში წავიდა - კამერუნელის რიგით მე-13 კლუბი

altსამუელ ეტო'ო შესაძლოა ციხეში 10 წლით ჩასვან

altფარულმა კამერამ ჟოზე მოურინიო გამოიჭირა - ეტო'ო 32 წლის არის, შეიძლება 35-ისაც...

altრობერტო კარლოსი: სამუელ ეტო'ო "ჩელსიში" სიტუაციას აურევს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული