უკრაინის ნაკრების ფორმას რუსეთთან ბრძოლის დევიზი დაამშვენებს - "დიდება უკრაინას!"

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებმა ახალი სათამაშო ფორმების პრეზენტაცია მოაწყო.

ფორმები ყვითელი, ლურჯი და თეთრი ფერისაა და ფირმა Joma-მ დაამზადა.

მაისურებს რუსეთთან ბრძოლის უკრაინელი ნაციონალისტების ერთგვარი დევიზი ამშვენებს - "დიდება უკრაინას" (Слава Україні!).

ეს დევიზი რუსებს ძალიან აღიზიანებს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატი მცველი დომაგოი ვიდა და ერთ-ერთი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ მისი სკანდირებისთვის ლამის ანათემას გადასცეს.

უკრაინის ნაკრები ერთა ლიგაზე 6 სექტემბერს ჩეხეთს, ხოლო 9 სექტემბერს სლოვაკეთს შეხვდება.

altვიდა და ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]

altდომაგოი ვიდა "დიდება

უკრაინის" სკანდირებისთვის დისკვალიფიკაციას გადაურჩა და ნახევარფინალში ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული