თბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების ლატვიისა და ანდორას მატჩი 0:0 დასრულდა.

3 აპრილს ლატვიის ნაკრების უხეიროდ ასპარეზობის გამო მწვრთნელი ალეკსანდრ სტარკოვი გადააყენეს და მის ნაცვლად 51 წლის ფინელი მიქსუ პაატილაინენი დანიშნეს, მაგრამ ბალტიისპირელებს ვერც ამან ვერ უშველა.

ლატვიამ რიგაში ჯუჯა ანდორა ვერ დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ლატვიას 9 სექტემბერს თბილისში "დინამო" არენაზე" უმასპინძლებს.

სხვათა შორის, 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო, მაშინ პაატილაინენი "სუომის" ედგა სათავეში და ქართულ ფეხბურთს ურიგოდ არ იცნობს. თუმცა,
მას შემდეგ ბევრი
რამ შეიცვალა და ჩვენი გუნდიც სერიოზულად გადახალისდა.

რიგა. "დაუგავა".
ლატვია - ანდორა 0:0

ლატვია: ვანინსი, გაბოვსი, სოლოვიოვსი (კარაშაუკსი 76), დუბრა, იაგოდინსკისი, ლუკიანოსი, ფერტოვსი, კლუსკინსი, იკაუნეიკსი (ულდრიკისი 61), რაკეისი, საბალა (გუტკოვსკისი 84)

ანდორა: გომესი, ლიმა, ვალესი, რებესი, რუბიო, ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა (გარსია 90+5), მარტინესი (ალაეზი 71), სან ნიკოლასი, კლემენტე (როდრიგესი 81)

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

altერთა ლიგა. I ტური: გერმანია და საფრანგეთი დაზავდნენ, უკრაინამ ჩეხეთი 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 12 /
არა მგონია ლატვია დაცვაში ჩადგეს, დაგეგმილი 2 ქულა დაკარგეს და შეუტევენ, ჩვენმა დაცვამ თუ კარგად ითამაშა მოვიგებთ, კიდევ ლორიამ უნდა გადაინაცვლოს სკამზე, უთამაშებელი არ უნდა იყოს ძირითადში
Zorbegi
07 სექტემბერი 2018 18:52
0
ასე იოლადაც არაა საქმე, ლატვია ჩაჯდება დაცვაში და ძაან ჩაკეტავს თამაშს. ამხანაგურში რო გაგვიხსნა და 5-0 მოვუგეთ, მასე კი აღარ იზამს.
შაკო
07 სექტემბერი 2018 14:50
0
6-ვეს მოგებას არავინ დაგვანებებს ჯგუფში!
სცენარი სხვაგან იწერება.
კარგია რომ 2 ბურთიანი ფორა გვაქვს ყაზახეთთან.
ლატვიას ფრე ცუდად მენიშნა, ახლა 9-ში ვფიქრობ ლატვია წაიღებს თბილისიდან 3 ან მინიმუმ ქულას და ოქტომმბრის თამაშებისათვის ბუმი ლატვიაში გადაიწევს.
13 ოქტომბერს ლატვია-ყაზახეთი და 16 ოქტომბერს ლატვია - საქართველო და უკვე იმ ორ თამაშში ვერცერთს ვერ მოიგებს მერე ლატვია სახლში.
გადამწყვეტი ბრძლოა თბილისში იქნება ყაზახეთთან და კარგია რომ 2 ბურთიან ფორა გვაქვს!
ქომაგი
07 სექტემბერი 2018 14:24
11
,,დავტკბი" პირდაპირ თქვენი ,,უზუსტესი" პროგნოზებით. ამდენი შედეგი წინასწარ გავიგე და აწი ტოტალიზატორიდან რაღა გამომიყვანს? :))
ისე, რამდენიმეგან, ძახილის ნიშნები რომ გამოგეყენებინათ, უფრო დამაჯერებელი ტექსტი გამოვიდოდა. :)
გაფიცებთ, მართლა ჩვეულებრივი ქომაგი ხართ, თუ ნოსტრადამუსის რეინკარნაცია?
გივი
08 სექტემბერი 2018 07:14
1
აუ, ძმურად რა, ჩემს მეზობელს ხუთი გოგო ჰყავს და ბიჭი მაგრად უნდათ და რა ქნან, გააჩინონ მეექვსე?
ჰა ჰა
07 სექტემბერი 2018 15:43
0
ლატვია ჩვენთვის თარსი გუნდია. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.
kaira
07 სექტემბერი 2018 11:42
0
ყაზახეთთან გამოვიცანი 2:0. ახლა მგონია რომ ლატვიას 5:0 მოვუგებთ. ცოტა არასტუმართმოყვარული ანგარიშია მაგრამ რა უნდა ქნა რეალობა ესაა. ჩაკვე დუბლს გაიფორმებს უეჭველი.
roma
07 სექტემბერი 2018 11:33
0
აუ ამათ მინიმუმ ექვსი გოლი უნდა გავუტანოთ
არაბული777
07 სექტემბერი 2018 10:27
0
მაგას რა მოხერხება უნდა ფეხბურთის გარტყმაში არაა არც ლატვიადა არც ანდორა. სვარკა იყო მაგათი ბურთაობა შუა საუკუნეების.დდ სახალისო ტურნირია აი ისეთი საბჭოთა პერიოდში რო იყო მეორე ლიგა და ას შემდეგ ზონალური ტურნირები ეგ კიარა იქ უფრო მაღალი დონე იყო ბევრად.
ზაზა
07 სექტემბერი 2018 10:19
3
ყოველთვის და ყველას ასე ეგონა,მაგრამ 2004 წელს ევროპის ჩემპიონატში გავიდნენ.რაღაცნაირი ჯღლარდი გუნდია,მეორე ნომრად თამაშობენ და სიმაღლეს იყენებენ კარგად.მათთან თამაში უხერხულია,მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ.აუცილებელი იქნება დაცვაში უჯარიმოდ თამაში,წინ კი ბურთი მიწაზე უნდა გავაგოროთ და დასწრებაზე ვითამაშოთ.მთავარი როლი ალბათ შემტევმა ნახევარ მცველებმა უნდა შეასრულონ,საჯარიმოს გარედან ხშირად ურტყან და ამას ხანჯალა პასების შეყოლება ჩაანაცვლონ,ხანდახან ბურთის ფლანგებზე გატანით და იქიდან ძლიერ,გამჭოლი პასებით,ასეთი თამაში და შორიდან დარტყმები კვეკვესკირსაც შეუძლია,გვილიასაც,ჩაკვეტაძესაც,ოქრიაშვილსაც,კიტეიშვილსაც და პაპუნაშვილსაც,არც მერებაშვილისთვისაა უცხო.ქვილითაია კარგად იბრძოდა და ამ თამაშში ალბათ კიდევ უფრო თავდაჯერებული იქნება
სოსო
07 სექტემბერი 2018 13:43
0
სტადიონი ბოლომდე უნდა გაივსოს. ერთი თავისუფალი ადგილი არ უნდა იყოს. ბიჭებს თანადგომა ჭირდებათ.
TanoLife
07 სექტემბერი 2018 03:01
0
როგორ მოახერეს
Papu
07 სექტემბერი 2018 01:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული