თბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების ლატვიისა და ანდორას მატჩი 0:0 დასრულდა.

3 აპრილს ლატვიის ნაკრების უხეიროდ ასპარეზობის გამო მწვრთნელი ალეკსანდრ სტარკოვი გადააყენეს და მის ნაცვლად 51 წლის ფინელი მიქსუ პაატილაინენი დანიშნეს, მაგრამ ბალტიისპირელებს ვერც ამან ვერ უშველა.

ლატვიამ რიგაში ჯუჯა ანდორა ვერ დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ლატვიას 9 სექტემბერს თბილისში "დინამო" არენაზე" უმასპინძლებს.

სხვათა შორის, 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო, მაშინ პაატილაინენი "სუომის" ედგა სათავეში და ქართულ ფეხბურთს ურიგოდ არ იცნობს. თუმცა,
მას შემდეგ ბევრი
რამ შეიცვალა და ჩვენი გუნდიც სერიოზულად გადახალისდა.

რიგა. "დაუგავა".
ლატვია - ანდორა 0:0

ლატვია: ვანინსი, გაბოვსი, სოლოვიოვსი (კარაშაუკსი 76), დუბრა, იაგოდინსკისი, ლუკიანოსი, ფერტოვსი, კლუსკინსი, იკაუნეიკსი (ულდრიკისი 61), რაკეისი, საბალა (გუტკოვსკისი 84)

ანდორა: გომესი, ლიმა, ვალესი, რებესი, რუბიო, ლოვერა, ცერვოსი, ვიეირა (გარსია 90+5), მარტინესი (ალაეზი 71), სან ნიკოლასი, კლემენტე (როდრიგესი 81)

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

altერთა ლიგა. I ტური: გერმანია და საფრანგეთი დაზავდნენ, უკრაინამ ჩეხეთი 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 12 /
სტადიონი ბოლომდე უნდა გაივსოს. ერთი თავისუფალი ადგილი არ უნდა იყოს. ბიჭებს თანადგომა ჭირდებათ.
TanoLife
03:01 07-09-2018
0
როგორ მოახერეს
Papu
01:38 07-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული