ჰარი კეინი: მსაჯი შეშინდა და დენი უელბეკის 100%-იანი გოლი არ ჩათვალა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა "უემბლიზე" ერთა ლიგის პირველ ტურში ესპანეთთან 1:2 წაგების შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა.

"უელბეკის გოლი 100%-იანი იყო. გადამწყვეტ მომენტში მსაჯი გაბედული უნდა იყოს. მან ზეწოლას ვერ გაუძლო.

უელბეკი უბრალოდ იდგა, დე ხეა ბურთზე წავიდა, დაიჭირა და მერე დანის შეეჯახა. წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
კარგი მატჩი იყო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგად იჭერს ბურთს. გაგვიჭირდა, მაგრამ მომენტებში ურიგოდ არ გვითამაშია. ალბათ, მეტოქეზე მეტი მომენტები შევქმენით.

პრესინგს და მაღალ ტემპში თამაშს ვცდილობდით. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, თუმცა
თავი არ შეგვირცხვენია", - განუცხადა კეინმა BBC-ს.

მატჩის მთავარი არბიტრი ირლანდიელი დანი მიკელი იყო.

altერთა ლიგა. I ტური: ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ყველაფერი მეკარის ბაქანზე ხდებოდა,ხოლო იქ მეკარესთან Nებისმიერი შეხება,ჯარიმაა.
სოსო
10:21 09-09-2018
3
აა, ირლანდიელი ყოფილა მსაჯი? ირლანდიელებს ინგლსიელები ისე ეზიზღებათ, როგორც ჩვენ რუსები. ისტორიული მტერია ინგლისი მაგათთვის. ისე გოლი მეც დავიანხე რომ იყო.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული