არგენტინელი ფეხბურთელის მიზეზით მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

AutoSharing Option
ნაუელ სარატემ პირველად "ბოკა ხუნიორსში" 19 წლის ასაკში ითამაშა, პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და პერსპექტიულადვე დარჩა.

ახლა ის 25 წლისაა და ძალიან უსიამოვნო ამბავი შეემთხვა - ავტომაგისტრალზე თავისი მანქანით წინ მიმავალ ტაქსის დაეჯახა და მაგრად დაამტვრია. თუმცა, ავტომობილის დამტვრევას ვინ ჩივის - ტაქსის უკანა სავარძელზე მჯდომი ორი მამაკაცი გარდაიცვალა. სარატე კი უვნებელი გადარჩა.

სარატეს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს და სახლში გაუშვეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული