ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ანდორასთან ფრედ დასრულებულ მატჩს უმალ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყაზახურ პრესაში.

sports.kz-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "შეიძლება გავგიჟდეთ".

ავტორი ამბობს, რომ საქართველოსთან ნაკრებთან წაგების შემდეგ, სხვა გზა გარდა ანდორას დამარცხებისა არ ჰქონდათ, მათმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა დაცვაში ორი ცვლილება განახორციელა, მეტოქე კი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, მეორე ტაიმში ლოგვინენკომ თავურით როგორც იქნა გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მუჟიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი "გაახერხა" და 85-ე წუთზე მცველ შომკოს უხეში შეცდომის შედეგად საპასუხო გოლიც გაუშვეს.

"პროსპორტმა" ნიშნისმოგებით დაწერა: "აბა, ვინაა
ახლა ჯუჯა?". საქართველოსთან წაგების მერე ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით და მაინც ვერ მოვიგეთო, აღნიშნავს საფეხბურთო მიმომხილველი ალიბეკ კაბენოვი.

altანდორა - ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენთვის კარგი შეიქნა ის, რომ დ ჯგუფში მოვხვდით, თორემ ჩემი აზრით ამ საქართველოს ნაკრების ადგილი ბევრად უფრო ზევითაა, იყო ასე ამჯერად, მოვიგოთ აუცილებლად ყველ თამაში ჯგუფში, ეჭვიც არ მეპარება, რომ ფლეიოფებსაც წარმატებით გავივლით, მერე უკვე ამ ბიჭებს გამოცდილებაც მოემტებათ, რაც ასე აკლიათ და ყველაფერი კარგად იქნება. წინ საქართველო!
ბმბ
13:28 11-09-2018
1
კარგია, გვაწყობდა მოვლენების ესე განვითარება, რა უნდა მოხდეს რომ ჯგუფიდან ვერ გავიდეს ჩვენი ნაკრები, მაგრამ მე სხვა რამ მადარდებს, ამ თამაშით შემდეგ ეტაპზე რა უნდა გავაკეთოთ? ბურთის დაჭერა კარგია, მაგრამ კარში თუარ გაიტან, რა აზრი აქვს ბურთის კოტრიალს?
gigi
10:50 11-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული