ლუის ენრიკე: მესი ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთა ლიგაზე ხორვატიასთან მომავალ მატჩზე და ფეხბურთელთა ინდივიდუალურ ჯილდოებზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ინგლისის დამარცხების შემდეგ ჩვენი გუნდი გარკვეულ ეიფორიაშია. ბუნებრივია, რომ გამარჯვებით ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად გავიხარეთ. თუმცა, პროფესიონალები ვართ და ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის მერე საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ.

როდესაც ხორვატიაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მოდრიჩსა და რაკიტიჩს მოვიხსენიებ. ორივე იმსახურებს ინდივიდუალურ ჯილდოს, რაც შეეხება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ეს პრიზი მესის უნდა გადასცენ. ის ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას".

altლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში მკაცრი წესები შემოიღო

alt

ჟორდი ალბა: არ ვიცი, რატომ არ გამომიძახა ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული