წყაროს ინფორმაციით. ახალი ტურნირის 2021 წელს დაიწყება
"უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტისგან თანხმობას ველოდებოდით. მესამე ტუნირნის გამართვასთან დაკავშირებით "მწვანე შუქი" გვაქვს". ახალი ტურნირის ჩათვლის უეფა-ს ეგიდით ყველა ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 96-მდე გაიზრდება", - განაცხადა ხორვატიაში გამართულ ევროპული ასოციაციების ყოველწლიურ სხდომაზე საკლუბო შეჯიბრებების ორგანიზების კომიტეტის მესამე ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, რომელიც ასევე ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 32 კლუბი მონაწილეობს, ხოლო ევროპა ლიგაზე 48, შესაბამისად
უეფა-ს წარმომადგენელმა არ ისაუბრა დეტალებზე, როგორი იქნება ორგანიზებული ტურნირი და რა ვაებში გაიმართება.
იტალიური გამოცემა ფიქრობს, რომ ტურნირი თასების მფლობელთა თასის მსგავსი იქნება. აღნიშნული ტურნირი უეფა-ს ეგიდით 1960-დან 1999 წლამდე მიმდიანრეობდა, სადაც ერთამენთს ეროვნული თასების გამარჯვებულები ხვდებოდნენ.
ამ წლის მაისში ანიელიმ ასევე ჩემპიონთა ლიგის რეფორმის პროექტი წარადგინა. ერთ-ერთი განსხვავება ახალი ტურნირის ის იქნება, რომ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 32 გუნდი 4 8-გუნდიან ჯგუფიში გადანაწილდება, რაც მატჩების რაოდენობასა და შემოსავლებს გაზრდის.