"ნაპოლის" პრეზიდენტმა "ბარი" შეიძინა და ახლა "ჰაიდუკის" ყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ჰაიდუკის" შეძენის მზადყოფნა გამოთქვა.

ხორვატიული კლუბი ამჟამად ფინანსურ კრიზისშია და დე ლაურენტისმა თქვა, მომეცით შანსი და სპლიტურ გუნდს ვიყიდიო.

"ჰაიდუკი" ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, 6-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ყოფილი იუგოსლავიის პირველობა 9-ჯერ მოიგო. 69 წლის აურელიო ცნობილი კინოპროდიუსერია, კომპანია Filmauro-ს მფლობელია და ზაფხულში იტალის მე-4 დივიზიონის "ბარი" შეიძინა.

მაგას უჯობს "ნაპოლისთვის" ფეხბურთელები იყიდოსო, ირონიულად აღნიშნა ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაჯისრტისმა.

დე ლაურენტისმა ფეხბურთის ფედერაციას "ნაპოლის" თამაშების ბარიში ჩატარება სთხოვა, რადგან მისი თქმით, "სან
პაოლოს" სტადიონი ტუალეტს ჰგავს. ამის კატეგორიული წინაღმდეგი წავიდა მაჯისტრისი.

altდე ლაურენტისი: ანჩელოტი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილი კეთილი ადამიანია

alt"რომას" პრეზიდენტი - დე ლაურენტისზე: ეგ ნეაპოლში რას ეწევა?

altნაპოლის ტიფოზებს არ უნდათ საერთო ჰქონდეთ იდიოტ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული