რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია

AutoSharing Option
"მონაკოს" კოლუმბიელ თავდამსხმელს, რადამელ ფალკაოს მშობლიურ ქალაქ სანტა-მარტეში ქანდაკებას დაუდგამენ.

ოღონდ ეგაა, ქანდაკება ფალკაოს, რბილად რომ ვთქვათ, არ ჰგავს. ამ "შედევრის" ავტორი ცნობილი სკულპტორი ანტონიო აირისია, რომელმაც შეკვეთა ორ თვეში შეასრულა და მასში გასამრჯელოდ 3.3 ათას დოლარს აიღებს.

ქანდაკების სურათი უკვე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში და რა გასაკვირია, რომ მოწონება ვერ დაიმსახურა.

ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ეს რონალდოს და გარეთ ბეილის ქანდაკებებზე უარესია.

altინდოეთში ძეგლი მარადონას გაუხსნეს თუ ჰოჯსონს?

altლიონელ მესის ძეგლი მეორედ შეურაცხყვეს

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული