ჯოუი ბარტონი: ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია

AutoSharing Option
ყოფილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა, ენაკვიმატმა ჯოუი ბარტონმა პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, ნეიმარი ფეხბურთის კიმ კარდაშიანია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არაა და ეს კიდევ ერთხელ რუსეთში დამტკიცდა.

ის კრიშტიანოს და მესის დონის არაა. მსოფლიოში მასზე უკეთესი უამრავი ფეხბურთელია.

ნეიმარი საფეხბურთო კი არა, მარკეტინგული ფენომენია. როგორც კარდაშიანი.

ახლა ყველას უნდა ტოპ-კლუბებს მხარი დაუჭირონ, რომლებიც იმარჯვებენ. ჩემი შვილი მესის, რონალდოს და სალაჰს ბაძავს... მაგრამ არა ნეიმარს და ჰარი კეინს.  ჩვენ სახლში ნეიმარის სახელს არ ვახსენებთ", - განუცხადა ბარტონმა "ეკიპს".

ადრე ბარტონმა ნეიმარი ჯასტინ
ბიბერს შეადარა.

36 წლის ბარტონი ამჟამად ინგლისის პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონია) "ფლიტვუდ თაუნს" წვრთნის.

altჯოუი ბარტონი: "ოლდ ტრაფორდი" ტურისტული ცენტრია

altჯოი ბარტონი სკანდალში გაეხვა - 1 260 ფსონისა და 18 თვის ამბავი

altსადიო მანემ ნეიმარი "მაწონზე გაუშვა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული