დანი ოსვალდო: მესის ცხოვრება არ გააჩნია, ის ოქროს გალიაში ცხოვრობს

AutoSharing Option
იტალიელმა ფეხბურთელმა დანი ოსვალდომ კარიერა დაასრულა და განაცხადა, რომ მას არ უნდა, ლეო მესივით იცხოვროს.

"მინდა, მესისავით ვთამაშობდე, მაგრამ მას ცხოვრება არ გააჩნია, ის ოქროს გალიაში ცხოვრობს. მას არ შეუძლია სადმე წავიდეს და მშვიდად დალიოს სასმელი. შეიძლება ის ამაზე არც ფიქრობს, მაგრამ მე ვფიქრობ. წარმომიდგენია, როგორ ყიდულობს მსოფლიოში უდიდეს ტელევიზორს, მაგრამ არასდროს უყურებს მას. მესის ალბათ "ფერარი" ჰყავს, მაგრამ "ბარსელონას" ბაზიდან 15 წუთის მანძილზე ცხოვრობს" - ციტირებს ოსვალდოს სიტყვებს MARCA.

წარმოშობით არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მისი თქმით, მას
ფეხბურთი აღარ იზიდავს და აპირებს, ძალები როკ-მუსიკაში გამოსცადოს.

altპაბლო ოსვალდო: ფეხბურთს ბარბეკიუ და ლუდი მირჩევნია

altპაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული